იბონ ურიბე ბასკეთის ქალაქ გალდაკაოს მერია და აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. იგი ამჟამად აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული - გალდაკაოს მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ, კვლავ ანდობენ თუ არა მას მერის პოსტს.
იბონე ურიბე, სპეციალურად www.qaliskhma.ge-სთვის
რატომ გვჭირდება გენდერული კვოტირება? რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა ქალებმა პოლიტიკაში?
ქალებო, ფიქრობთ რომ თქვენ იგივე შესაძლებლობები გაქვთ, როგორც - მამაკაცებს? გადახედეთ თქვენსა და მამაკაცების ხელფასებს, ქალების რაოდენობას პოლიტიკაში ან კომპანიების დირექტორთა საბჭოებში, ერთი შეხედვით თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს „ბუნებრივი“ შერჩევის/არჩევის პროცესია, არადა ეს ფაქტი „კულტურულია“ და ღრმა ფესვებიც გააჩნია.
ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულმა გენდერულმა პოლიტიკამ ბოლომდე წარმატებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწია, თანასწორობის მაჩვენებელი 100-დან 54 ქულას შეადგენს, შევედეთში კი ეს მაჩვენებელი 74,3 ქულაა. ევროკავშირს ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობები გათანაბრდეს.
რა თქმა უნდა, ვთანმდებით, რომ კულტურულ ტრანსფორმაციას სჭირდება რთული და გრძელვადიანი პოლტიკა, რათა მიაღწიოს შედეგს. შესაბამისად, სხვადასხვა სტრატეგიების გატარებაა აუცილებელი, ჩვენ ვერ დავიცდით კიდევ რამდენიმე ათეული წელი. გენდერულ კვოტირებას შეუძლია დააჩქაროს პოზიტიური ცვლილებები, ზოგჯერ კვოტირება „თავსმოხვეული“, არაბუნებრივი ჰგონიათ. თუ გენდერული კვოტირების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, მაშინ გადახედეთ თამბაქოს მოხმარების პოლიტიკას ევროპაში? გამოიღო თუ არა ხელოვნურმა ჩარევამ პოზიტიური შედეგები?
ქალსა და მამაკაცს ერთაირი შესაძლებლობები უნდა გააჩნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული ხედვები გვაქვს. თუ პოლიტიკა არის მიმართული საზოგადოების ტრანსფორმაციისაკენ, რომელმაც საზოგადოება უკეთესი უნდა გახადოს, ჩვენმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ პოლიტიკა, რომელიც პერსპექტივას შეუქმნის ქალებს და ხელს შეუწყობს იყვნენ უფრო მეტად წარმატებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქალები უბრალოდ იკარგებიან.
