2014 წლის ადგილობრივი არჩევნების გენდერული ანალიზი
წარმოგიდგენთ ანალიტიკურ პუბლიკაციას, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების ანალიზს მოიცავს გენდერულ ჭრილში. ანალიტიკურ მასალაში მიმოხილულია ის ფაქტორები, რომლებმაც გენდერული თვალსაზრისით გავლენა იქონიეს საარჩევნო პროცესზე, გაანალიზებულია საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები, განხილულია საარჩევნო სისტემების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე და არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული შემადგენლობა პარტიებისა და საარჩევნო სისტემების მიხედვით, პუბლიკაცია ასევე განიხილავს, კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეტანილი ნორმების გავლენას ქალთა წარმომადგენლობასა და პარტიების დაფინანსებაზე. კვლევა შედგება შემდეგი თავებისაგან:
დეტალურად იხილეთ: კვლევის სრული ვერსია
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ატლასი (ადგილობრივი არჩევნები - 2014)
