რომელმა პარლამენტარებმა არ დაუჭირეს მხარი გენდერულ კვოტირებას?
რომელმა პარლამენტარებმა არ დაუჭირეს მხარი გენდერულ კვოტირებას?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების  ნანა ყეინიშვილის და თემურ ჭკუასელის ინიციატივას, პროპორციულ სიაში გენდერული კვოტირების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

 

კენჭისყრაზე საკითხი შემდეგნაირად დაისვა: ვინ იყო მომხრე, რომ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად საკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო, პრინციპების დონეზე.

 

ქალთა პოლიტიკური დაწინაურების ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს მხარი არ დაუჭირეს: ანი მიროტაძემ, გიგა ბუკიამ, ვახტანგ ხმალაძემ და გიორგი კახიანმა.

 

                                                                                                     "რესპუბლიკური პარტია"               "ეროვნული ფორუმი"                 "კონსერვატორები"                  "მრეწველები"

 

ინიციატივას მხარი დაუჭირეს: ელისო ჩაფიძემ, პაატა კიკნაველიძემ, თამარ კოძაიამ და თამარ ხიდაშელმა.


კომიტეტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას.

 

ფოტო: www.parliament.ge

 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service